გაბრიელ გარსია მარკესი - ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი
მე, მიგელ ლიტინი, ერნანისა და კატალინას ვაჟი, პროფესიით კინორეჟისორი და ერთ-ერთი იმ 5000 ჩილელთაგანი, რომლებსაც სასტიკად გვეკრძალებოდა სამშობლოში დაბრუნება, 12 წლიანი ემიგრაციის შემდეგ კვლავ ჩემს ქვეყანაში ვიყავი, ღრმად ჩამალული საკუთარ, თავიდან ფეხებამდე შეცვლილ გარეგნობაში, ყალბი საბუთებითა და ყალბი ცოლით. ჩვენი მიზანი ერთი შეხედვით მარტივი ჩანდა, სინამდვილეში კი ერთობ სარისკო იყო. უნდა გადაგვეღო დოკუმენტური ფილმი ჩილეში 12 წლიანი სამხედრო დიქტატურის რეალობაზე. გარდაქმნა ყოველდღიური ბრძოლაა, რომელშიც პიროვნება ხშირად ეწინააღმდეგება საკუთარ მცდელობას გახდეს სხვა ადამიანი და ცდილობს დარჩეს იმად ვინც იყო. ისე რომ, მთავარი სირთული ახალი წეს-ჩვეულებებისა და მანერების შესწავლა კი არ გამოდგა, როგორც თავიდან მეგონა, არამედ ჩემი სულის უნებლიე ამბოხის ჩახშობა, რომელიც ჩემ ფიზიკურ და ქცევის წესების გადასხვაფერებას ედგა კრიჭაში. აღარ უნდა ეარსება ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება ვიყავი და უნდა შეგვექმნა სრულიად განსხვავებული პიროვნება, ვინც ეჭვს არ აღუძრავდა იმავე პოლიციას, რომელმაც ქვეყნ...