Posts

Showing posts from January, 2018

„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ - თბილისში მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინება

Image
„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას.  2 თებერვლიდან - 3 აპრილის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) 6 გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმიდან რომლის კოლექცია, მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, ინახავს 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობის მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიური ნიმუშების მდიდარ კოლექციას. ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.  დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის ხელის გამოსახულებას ფრესკისთვის „ადამის შექმნა" და ფიგურებს ფრესკისთვის ,,სამ...

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - საიდუმლო სერობა

Image
ლეონარდო და ვინჩი - საიდუმლო სერობა იაკობი, ძმა უფლისა - ბოლო ვახშამი:

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - იესო ძე კაცისა

Image
ნუთუ გგონია, ის, ვინც დედამიწას თავის ფრთებქვეშ იფარავს, თავშესაფრად საჭიროებს ბუდეს, რომელიც ყველასაგან მიტოვებული, ჩამორღვეული და მივიწყებულია?! *** დე, უმეცრებამ უსასრულოდ იმრავლოს თავი, ვიდრე თავისივე მონაგარით არ დაიქანცება; დაე, ბრმები წარუძღვნენ ბრმებს ორმოსკენ და დაე, მკვდრებმა დაფლან თავისი მკვდრები, ვიდრე დედამიწა თავისივე მწარე ნაყოფით არ მოიგუდება! *** იესოსთვის რომ მოგესმინათ, გული საგულედან ამოგიფრინდებოდათ და ხეტიალით მოივლიდა იმ ცისკიდეებს, რომლებიც წინათ არავის მოეხილა. *** მკვდრებში ვეწერე, სულამოცლილი ქალი ვიყავი და იმ არსის გარეშე ვცხოვრობდი, რასაც დღეს უყურებ; ყველა კაცს, და ამიტმაც, არც ერთ მათგანს არ ვეკუთვნოდი. მეძავს მეძახდნენ და იმ ქალად მიმიჩნევდნენ, რომელსაც შვიდი ეშაკი დაჰპატრონებოდა. ვიყავი დაწყევლილი და თავს ნაცარწაყრილი... მაგრამ კმაროდა, იესოს თვალების განთიადი ჩემს თვალებს შეხვედროდა, რომ უეცრად ჩემი ღამის ვარსკვლავები ერთბაშად მიინავლენ და გავხდი მარიამი, უბრალო მარიამი... *** უდიდებულესი საქმე მხოლოდ იმას თუ მიეწერება, ვისა...

ვახტანგ ჯავახაძე - იაპონური ლიტერატურის საძიებელი

Image
  აკუტაგავა რიუნოსკე (1892-1927) - თავი მოიწამლა არისიმა ტაკეო (1878-1923) - თავი ჩამოიხრჩო დაძაი ოსამუ (1909-1948) - თავი დაიხრჩო კავაბატა იასუნარი (1899-1972) - თავი მოიწამლა გაზით მისიმა იუკიო (1925-1970) - თავი მოიკლა ხარაკირით კობო აბე (1924-1993) - თავი შეიკავა ვახტანგ ჯავახაძე - „ლექსიდან ლექსამდე“  გამომცემლობა „ინტელექტი“, 2011წ.

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - ურწმუნო თომა

Image
კარავაჯო - "თომა მოციქულის უნდობლობა", 1601-1602წწ. თომა თავისი უწინდელი ეჭვების შესახებ: პაპაჩემი სჯულისკანონების მცოდნე ღვთისმეტყველი იყო. ერთ დღეს მითხრა: დაე, მაშინ დავიცვათ ჭეშმარიტება, როცა იგი გამოგვეჩინება.

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - ქორწილი კანაში

Image
პაოლო ვერონეზე - ქორწილი კანაში, 1563წ. რაფკა - კანას პატარძალი: ეს ყველაფერი მანამდე მოხდა, ვიდრე ხალხი იესოს გაიცნობდა. დედაჩემის ბაღნარში ვარდის ბუჩქებზე ვიყავი გადახრილი, როცა იგი ჩვენს ჭიშკართან გაჩერდა და მითხრა:

ზაალ სამადაშვილი - ურბანული ბალადები

Image
მატარებელი დიდ სადგურებში უფრო მეტხანს ჩერდებოდა, ვიდრე პატარებში და თუ ვინმეს წყურვილის მოკვლა, ანდა პაპიროსის მოწევა მოუნდებოდა, სწორედ დიდი სადგურის ბაქანზე უნდა ჩამხტარიყო. ბაქნები კი, მათ მიღმა მდგარი რუხი შენობებითა და შენობების ფასადებზე ულვაშა ბელადის უზარმაზარი პორტრეტებით, ტყუპისცალებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. *** ესეც მაშინდელი ცხოვრების წესი იყო - ადამიანებისთვის უხერხულობის შექმნა ნებისმიერ ადგილას. *** საბჭოთა ეპოქის, ანუ ოკუპაციის პერიოდის გახსენებისას ვის რა წარმოუდგება თვალწინ და ვის - რა. არიან ადამიანები, ვისაც ენატრება ის დრო, როცა „საკავშირო მნიშვნელობის“ ბანაკ „არტეკში“ ისვენებდნენ მზრუნველი, ბობოლა მშობლებისა და პიონერული ორგანიზაციის წყალობით; როცა სტუდენტურ არდადეგებს მოსკოვში ატარებდნენ და რესტორან „ნაციონალის“ ვიტრინიდან კრემლის შემოგარენს გაჰყურებდნენ რომელიღაც ტანიას ან ზოიას დიდ მკერდზე ოცნებაში დანთქმულები; როცა „ცეკას“ მაღაზიაში რამდენიმე ბოთლ ჩეხურ ლუდს, უნალექო ინდურ ყავას, უცელოფანო სოსისს და ფინურ ძეხვს ყიდულობდნენ რაღაც ათ მანეტად; როცა ...

აკა მორჩილაძე - დები ბრონტეები და ძმაც კიდევ

Image
სანამ ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ წინასიტყვაოას წავიკითხავდი, ბრონტეების ნაბოლარა დის, ენის ამბავი საერთოდ არ ვიცოდი და სრულიად მოულოდნელად რაღაც რუსულ კალენდარს გადავაწყდი, რომელშიც დღეების გვერდებზე სულ ნაირგვარი თემები და სურათები იყო, ჰოკეის მეკარე ტრეწიაკიც ეხატა და ალექსანდრე მაკედონელიც.

აკა მორჩილაძე - შერლოკ ჰოლმსის სამყარო

Image
ნეტავ სადმე თუ არსებობდა მსგავსი სამყარო, ისეთი, როგორიც ჰოლმსის სამყაროა ცამეტი-თოთხმეტი წლის ბიჭისთვის? რა სჯობია ავად გახდომას, როცა ბევრიც არაფერი გჭირს და ბებიაც ამბობს, კარგად გამოშუშდესო. წევხარ შენთვის, სკოლაშიც არ დადიხარ და კითხულობ რაღაცეებს, რაც გაგიხარდება. რაც მე გრიპების დროს წიგნები მაქვს წაკითხული. ოღონდ ეს, მგონი, პირველი იყო. ეს „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“. ჰოლმსისგან მართლა ვერ ისწავლი, მას რომ ჰგავდე, თავიდან ბოლომდე მისნაირი უნდა იყო. მისნაირი კი როგორ იქნები, ადამიანი არ არის, ღვთაებაა. გამოძიების ღმერთი, თუ არსებობს ასეთი რომელიმე პანთეონში. რა ვიცი, მე მიყვარს კონან დოილი. ვიცი, რომ კიპლინგი ათასჯერ სჯობს, ყოველი მხრიდან შემოარტყამს ალყას. სტივენსონი საერთოდ ბურთს აუკენწლავს. ვიცი, რომ ჩესტერტონს ვერაფრით შევადარებ, ვინაიდან მისი ბურუსი არაფერია ჩესტერტონის ფოიერვერკებთან შედარებით, ვიცი, რომ ახლავე ჩამოვთვლი ასამდე მწერალს, რომლებიც ალბათ უკეთეს, უფრო ჩახლართულ, უფრო დახვეწილ დეტექტივებს წერდნენ და წერენ. მაგრამ კონან დოილმა ხომ უკვე დაწერა ეს ყველ...

აკა მორჩილაძე - თეთრწვერა ჰემინგუეი

Image
თეთრწვერა ჰემინგუეი ძალიან მაგარია სურათებზე. სულ სხვანაირი, ვიდრე სინამდვილეში იყო. ჰემინგუეის დედა არ უყვარდა. მამამისმა თავი მოიკლა სანადირო თოფით, მერე თვითონაც - სანადირო თოფით. მის პერსონაჟს პირველი გოგო ჰყავს აღწერილი: ინდიელი პრუდი. არ ვიცი, სხვა ვინ მოიფიქრებდა პირველი გოგოს აღწერას, თუმცა ალბათ ყოველ კაცს ახსენდება თავისი პრუდი. ასეთი რამ, მგონი, არც ჯეკ ლონდონს გაუკეთებია და არც ვინმე სხვას, თუნდაც ისეთებს, სულ ქალებზე რომ წერენ. გავიცინოთ: მარკიზ დე სადსაც არ მოჰფიქრებია. საერთოდ, კიდევ, ჰემინგუეი ქალებში ძალიან მაგრად ერკვეოდა. ალბათ ბევრს ფიქრობდა მათზე. „ვის უხმობს ზარში“ ერთი ადგილია, უმაგრესი. „ჰარი მორგანში“ ასეთი დიალოგები ცოტა უხამსია, ჰარის ცოლი ვერ ითმენს, აქ კი, გაქანებულ ომში... რა ვიცი, უამრავ მაგარ ლექსს სიყვარულზე ეს ადგილი ჯობია. მე მირჩევნია და სხვას კი არ ვეხვეწები. ჰემინგუეი ლოთი იყო. ნამდვილი, კულტურული ლოთი, რომელიც დილიდან ნელ-ნელა შეუდგება საქმეს. მას უყვარდა ტურგენევი და ჯოისი და მისი საუკეთესო მოთხრობები რაღაცით ჰგავს ჯოისის „დუბლინელებ...

ფარაჯანოვი!

Image
9 იანვარი ლეგენდარული რეჟისორის - სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა. მსოფლიო კინოს საგანძურს ხელოვანმა მისი საკუთარი კინოენა შემატა. ფარაჯანოვის ნამუშევრებში კავკასიის ეთნიკური მრავალფეროვნება და ამ კუთხის კოლორიტი აისახა.

შოუ ბაბუხადია - ბაყაყები

Image
ერთხელ, დილით, როცა ქართლოსმა შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ საკუთარ საწოლში ვიღაცა ქალად გადაქცეულიყო... ძილში საბანი გადასძრობოდა და ახლა რას ხედავს - მკვრივი, ქათქათა მკერდი, ხასხასა წითელი კერტები, ქვემოთ გლუვი მუცელი, ჭიპი, საზარდული, იქ კი - ოდნავ შეპარსული თმოვანი საფარველი და გადაშლილი ბარძაყები. ერთბაშად მოვარდნილმა ვნებამ გონება დაუბინდა, ეგრევე მოუნდომა ზედ მოჯდომა, მაგრამ საკუთარ თავს როგორ მოაჯდებოდა, აბა?! *** სოციალური არეულობა თავისებურ სილამაზეს შეიცავს, როგორც ყოველგვარი სიმწყობრის მორღვევა, დეკონსტრუქცია თანამედროვე ხელოვნებაში - პოლიტიკა შინაგანად პოეტიკას დაატარებს! *** დიდი ძალა აქვს ამ სიყვარულს, რომელიც თავის გამხელას ვერ ბედავდა და ახლა გამხელილ არს, იმდენად დიდი, რომ ადამიანში ჩადებულ ბიოლოგიურ საწყისსაც კი გადალახავს - სახეობის გამრავლების ინსტინქტს. ადამიანი დიდ მეტამორფოზაში იმყოფება! ამ სიყვარულის ძალით ცნობიერება სხვა სიმაღლეზე გადის და სწორედ ასეთი მაღალი ცნობიერების ადამიანები შეადგენენ ჭეშმარიტ ელიტას. და ვის...

აკა მორჩილაძე - როცა საუბარი ედგარ პოეზეა

Image
ედგარ პო ბალტიმორის ქუჩაში იპოვეს დაგდებული და წაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. 

აკა მორჩილაძე - მარკ ტვენი - პირველი ამერიკული სიცილი

Image
„ტომ სოიერის თავგადასავალი“, ჯერ კიდევ ომამდელი გამოცემა, მთლად გაყვითლებული, ელენე ახვლედიანის ნახატებით იყო სავსე... მარკ ტვენი. იცით რაშია საქმე? მარკ ტვენს ძალიან ძნელი ცხოვრება ჰქონდა. ყოველთვის ისინი უკვდებოდნენ, ვინც გამორჩევით უყვარდა. უამრავი ფული ჰქონდა და ყოველთვის კარგავდა, რადგან ბიზნესი მისი საქმე არ იყო. ცოლის სიკვდილსაც კი მოესწრო. ქალიშვილი სიუზი მენინგიტით გარდაეცვალა, მეორე ქალიშვილი, ჯეინი აბაზანაში იპოვეს მკვდარი, მას ეპილეფსია სჭირდა და გაგუდულიყო. მანამდე ვაჟი გარდაეცვალა, დიფტერიით. ყველა უკვდებოდა, ვინც უყვარდა. ასეთ კაცს შეეძლო დაეწერა სასაცილო მოთხრობები მაკ-უილიამსებზე, სასაცილო ოჯახური მოთხრობები, იმიტომ რომ ის ამერიკის სიცილი იყო. მეტიც, ის ამერიკული სიცილი იყო, პირველი დიდი ამერიკული სიცილი, რომელსაც სულ სხვანაირი სიღრმე ჰქონდა. ცოლი, ოლივია, ფოტოდან შეიყვარა. უნახავი სიყვარულით უყვარდა. ოლივია მისი მეგობრის და იყო და შემთხვევით ნახა მისი ფოტო. მერეღა შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი ამერიკული სიცილისთვის ცოტა მოულოდნელი ამბავია; ანუ ისეთი ვინმესთ...

აკა მორჩილაძე - მწერლებსა და წიგნებზე

Image
სერ რიჩარდ ბარტონი - „კამა სუტრას“ მთარგმნელი. იოლი მისხვედრია, რომ ძველ დროში ამ კაცის სხელი არ გამეგონა. საბჭოთა ეპოქაში ასეთ ძიებს არ შემოგვაწოდებდნენ ხოლმე, რა იცი, მაინც, სახიფათო ხალხი იყოო, უსახიფათოესი, შეიძლება  ითქვას. „პერესტროიკა“ რომ დაიწყო,  წიგნები გამოიყარა და იმათ შორის გამოჩნდა „კამა სუტრაც“, რუსულად, რასაკვირველია. ქართულად რაღაც თვითგამოცემმითი  უფრო მახსოვს, ოღონდ კი მე არ მიყიდია. იმ დროში იმდენი რამე იყო საყიდელი, რაღა „კამა სუტრას“ დავეტაკებოდი. ძაან წიგნები გამოდიოდა. მერე კიდევ ისე გამოვიდა, რომ მაინც მომიწია ამ „კამა სუტრას“ ყიდვა, მაგრამ ინგლისურად. სწორედ მაქედან გავიიგე, რომ ასეთი  კაცი არსებობდა. თბილისში ყოველთვის იყიდებოდა თხელყდიანი ინგლისური წიგნები, საკუთრივ ინგლისსა და ამერიკაში გამოცემული, ძირითადად - კლასიკა: ერთი-ორჯე ვონეგუტი და რეი ბრედბერი გამოერია და ეგ იყო. ყველაზე მეტი გამომცემლობა „პინგვინის“ კლასიკა იყო ხოლმე. ჩვეულებრიივი ფოქეთბუქი შვიდი და ორმოცდაათი ღირდა. მერე ეს გამოცემები სერიული იერისა გახდა. ყველას ერთნ...

ფიდელ კასტრო - 50 პერსონა

Image
ავტორი: ნიკა თევზაძე თავის ავტობიოგრაფიაში კასტრო წერს, რომ 1927 წელს დაიბადა. ბევრი მკვლევარი ამას ეჭვქვეშ აყენებს. მაგრამ თანახმად საეკლესიო წიგნში არსებული ჩანაწერისა, კუბის დიქტატორი ქვეყანას 1926 წელს მოევლინა.

ბაჰა ტაჰირი - დეიდა საფია და მონასტერი

Image
სხვა რაღა დამრჩენია? ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ რომანზე „დეიდა საფია და მონასტერი“...  მართალია, თავიდან სიფრთხილის გამო ვთქვი, ამბები ფანტაზიის ნაყოფია მეთქი, მაგრამ მთლად ასეც არაა!.. ფანტაზიის ჩანასახიც რეალობაა. ასე, მაგალითად, მამაჩემი, ალაჰიმც შეიწყალებს მას, ერთი ალ-აზჰარელი ღვთისმოშიში შეიხი იყო. ჩვენც ღვთისმოსავ მუსლიმებად გვზრდიდა, ალაჰს შევთხოვ, ასეთები ვიყოთ. მამა ყველას გულისხმიერად ეპყრობოდა. ალაჰს ვფიცავ, თუ ოდესმე ადამიანები თავიანთი აღმსარებლობის მიხედვით დაეყოს და ეთქვას, ეს მუსლიმია და ეს ქრისტიანიო. ამიტომ ეს რომანი ეძღვნება მისი სულის ხსოვნას და ყველას, ვისაც სამშობლო უყვარს. ბაჰა ტაჰირი, ჟენევა, ივნისი, 1999წ. *** სხვების ამბებში ქექვას სასარგებლო საქმის კეთება გერჩიოს! *** ბოროტს არ სძინავს, ნეტა კი აქ შეჩერდებოდეს. *** ლამაზი საფია, ადრე რომ ყველა კაცს სწადდა, ყველასთვის შიშის მომგვრელ დიდედად იქცა. მას უფლება ჰქონდა დედაბერივით მოქცეულიყო... სახლში კაცებს იღებდა, მიწას თვითონ ამუშავებდა, უფრო ზუსტად, გლეხებზე იჯარით გასცემდა, ...

ალბერ კამიუ და საბედისწერო ავარია

Image
1960 წლის 4 იანვრის შუადღეს, ბურგუნდიაში, Facel-Vega-ს მარკის სპორტული ავტომობილი მოყინულ გზაზე მოცურდა და ხეს დაეჯახა.  მძღოლის, გამომცემელ მიშელ გალიმარის გვერდით ფრანგი მწერალი - ალბერ კამიუ იჯდა, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.  დაშავებულების მანქანიდან გადმოყვანას საათები დასჭირდა.  ჭრილობებისაგან გალიმარი რამდენიმე დღეში დაიღუპა.  მისი მეუღლე და ქალიშვილი უვნებლად გადარჩნენ.