Posts

Showing posts from February, 2018

ლევან ბერძენიშვილი ► თბილისი (კ. ნადირაძე) |

Image
თბილისი, ჩვენი დედაქალაქი, მრავალი პოეტის შთაგონების წყარო იყო, მაგრამ ამავე დროს, თბილისი არის შთაგონების წყარო იმ საშინელი ტრაგედიისა, რომელიც ჩვენ დაგვემართა 1921 წელის 25 თებერვალს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა დაეცა.

ბლიცერატურა #5 - ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე)

Image
ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ ირაკლი კაკაბაძესთან (იაკი კაბე). ავტორი: გიორგი ჭეიშვილი *** პირველი მხატვრული წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხეთ. ყველა წიგნი დამოუკიდებლად მაქვს წაკითხული. პირველი რომელი იყო, აღარც კი მახსოვს, კითხვა ვისწავლე თუ არა, ყველგან და ყველაფერს ვკითხულობდი, ტუალეტში დატოვებულ ბიძაჩემის გაზეთებიანად. მერე, გვიან დავიწყე ლიტერატურის შერჩევა. ვერ ვიხსენებ, მაგრამ დასაწყისში ვაჟას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და  არჩილ სულაკაურის „ცისფერი ირემი“ ნამდვილად იყო. პერსონაჟი/პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან... ყველამ მიმატოვა! იესო ნაზარეველმაც კი. წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ... ყველა წიგნმა დამიტოვა კვალი, არც ერთ ტექსტს  გულის ან გონების გარეთ არ ჩაუვლიათ. ცუდმა წიგნებმაც კი მისახსოვრეს რამე.  არ ვიცი, რა არის მხატვრული ცოდნა, ჩემი ლიტერატურული გემოვნების სათავეებთან კი ეკზიუპერი, ანა ფრანკი, სელინჯერი, აკუტაგავა და ჰემინგუეი დგანან. მათ ვუმადლი  საუკეთესო მეგზურობას გზის დასაწყისში. ...

ბათუმის ბრიტანული ოკუპაცია და „პალმიანი“ მარკა

Image
I მსოფლიო ომის პერიოდში ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1918 წლის აპრილში ქალაქში ოსმალთა იმპერიის ჯარები შევიდა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში, გერმანიის დამარცხების შემდეგ, ბრიტანული ჯარები. ბრიტანელები ქალაქში 1920 წლის ივნისამდე დარჩნენ.

ბლიცერატურა #4 - პაატა შამუგია

Image
ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ პაატა შამუგიასთან. ავტორი: გიორგი ჭეიშვილი *** პირველი მხატვრული წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხეთ. მგონი, „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“. მანამდე, რა თქმა უნდა, იყო ქართული ხალხური ზღაპრები, მაგრამ ეგენი არ ითვლება. წაკითხვამდე კარგა ხნით ადრე ბებიაჩემის მონათხრობით ვიცოდი მათი უმეტესობა. პერსონაჟი / პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან... იოზეფ კ სულ ჩემთანაა. იოჰიმ ნაგელი მე თვითონ ვარ. წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ… ასეთი ბევრია. აი, რამდენიმე: უიტმენის „ბალახის ფოთლები“, კაფკას „პროცესი“, ბეკეტის „მოლოი“, სარამაგუს „იესოს სახარება“, ბიორნბოს „სიჩუმე“, ფრანზენის „შესწორებები“, ვიიონის „მცირე ანდერძი“, ჭილაძის „გოდორი“ და ა.შ. რომ მივყვე, რუბრიკის სახელწოდების შეცვლა მოგიწევთ. პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ...  ჯელსომინო ზღაპრიდან „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“. მიზეზი, რატომაც ვამსგავსებ, პრინციპში, სათაურშივეა მოცემული. ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შეცვლიდით... ...

მოცურავე წისქვილები | დათო ქარდავა

Image
„მეწისქვილე - ახოვანი, მუდამ კეთილად მოღიმარი კაცი. შავ, პატარა ულვაშს აიგრეხდა, წისქვილს გახედავდა და ამაყად იტყოდა ხოლმე: ჩემი დედოფალი მღერის! მართლაც წისქვილი „მღეროდა“: ჭრიალებდა, ტლაშუნობდა, ბუბუნებდა და ამ ხმაურში მკაფიოდ მოისმოდა სარეკელას ზომიერი რაკუნი...“, - არჩილ სულაკაური, „წყალდიდობა“ „მოკაშკაშე მთვარე. მდინარე ტირიფებით დაბურული, მასზე გადაგდებული ხიდი. წისქვილი ისლის სახურავით. დერეფანში ზის მეწისქვილე და ფეხს იბანს. ჰაერი გაჩერებულია. ყველას რაღაცა იმედი აქვს“, - ნიკო ლორთქიფანიძე, „წისქვილი“ „მტკვრის გაღმა ერთიმეორეზე მიყოლებული, ჯაჭვით დაბმული წისქვილები ძველი გემებივით იდგნენ“, - არჩილ სულაკაური, „ბიჭი და ძაღლი“ „მე თითონ ჩემის თვალით ვნახე წისქვილი. შენი მტერი ჩავარდეს იმ ყოფაში, რა ყოფაშიაც წისქვილია. მკვდარსა ჰგავს საბრალო: დოლაბები შეჩერებულან, ბორბალი გაშტერებულა, სარეკელა თავდაკიდებული ცრემლსა ჰღვრის, ხვიმურს პირი დაუღია მშიერ გლახასავით, თითქოს იხვეწება – მაჭამეთ პური, მოწყალება მოიღეთო“, - ვაჟა-ფშაველა, „წისქვილი“ *** ტივის გარდა, მტკ...

სტამბოლის ქუჩის ბულბულები | ორჰან ფამუქი

Image
ანკარაში რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ათათურქი სტამბოლში ჩამოსულა და ტაქსიმზე, სასტუმრო „პარკ ოტელში“ გაჩერებულა... ერთ დღეს ფანჯარაში გაუხედავს და უგრძვნია, რომ სტამბოლს მისთვის დამახასიათებელი ხმაური და მხიარულება აკლდა. თავისი ადიუტანტისთვის უკითხავს, რაშია საქმეო და ადიუტანტს ასე უპასუხია:

შოთა არველაძე - აჩი, ქინქლაძე, ქეცბაია და ცხადაძე

Image
90-იანი წლების საქართველოს ნაკრებში ყველაზე ნიჭიერნი აჩი არველაძე და გიო ქინქლაძე იყვნენ.  იმიტომ კი არა, რომ აჩი ჩემი ტყუპის ცალია, მინდა სრულიად გულახდილად ვთქვა, - საქართველოში არსებულ ფეხბურთელთა შორის არავის ჰგავს თამაშის მანერით, არაორდინალური გადაწყვეტილებები, დრიბლინგით, ხასიათით. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ურთულესი ოპერაცია აქვს გაკეთებული, არასდროს ნებდებოდა და ვფიქრობ, გულშემატკივართა თვალში წარუშლელი კვალი დატოვა... გულს მიხეთქვას იმის წარმოდგენა, - რომ არა მისი ტრავმები, რამხელა წარმატება ელოდა!.. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს და არც შემიძლია... აი, გიოზე ლაპარაკს კი, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავასრულებ. არ ვიცი, უპირველეს ყოვლისა, მან აპატია თუ არა თავის თავს, აპატია თუ არა მას ქართველმა თუ ევროპელმა გულშემატკივარმა, მისი ასე, ქარსგატანებული ნიჭი, მაგრამ ჩემგან ის პატიებას ვერასოდეს ეღირსება!..  ვფიქრობ, გიო ქინქლაძე საქართველოს ყველა დროის, ყველაზე დიდი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი იყო, რომელმაც თავისი შესაძლებლობების ნახ...

შოთა არველაძე - „ჯეიმს ბონდი“ „რეინჯერსის“ გასახდელში

Image
„რეინჯერსს“ კოპენჰაგენში გავყევი. მატჩის წინ, გასახდელში, ნამდვილი ჯეიმს ბონდი, სერ შონ კონერი შემოვიდა (ის ხომ „რეინჯერსის“ დიდი გულშემატკივარია და დანიაშიც ჩვენს საქომაგოდ ჩამოვიდა).  გამარჯვება გვისურვა, თუმცა მისი ეს ჟესტი მაინცდამაინც არ მესიამოვნა, რადგან მახსოვდა, ერთი წლის წინ, „კოპენჰაგენთან“ მატჩამდე, უეფას თასზე, პრაღაში, - „ჟიჟკოვთან“ დავარცხდით. შონ კონერი მაშინაც მოვიდა ჩვენთან მატჩის წინ და ის შეხვედრა 2:0 წავაგეთ. ერთი სიტყვით, ცრურწმენამ შემიპყრო, ვაითუ ცუდი ფეხი აქვს და ახლაც წავაგოთ-მეთქი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მოსვლა ყველას უზომოდ გვიხაროდა, რადგან ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდის ნახვა ხშირად არ გვიწევს... სათითაოდ მივედით და მივესალმეთ, მანაც თავაზიანად მოგვიკითხა და წარმატება გვისურვა. რონალდ დე ბურმა კი თავი გამოიჩინა და ბოლო ფილმის შესახებ დაუწყო ლაპარაკი... რონალდს ეტყობოდა, რომ ფილმით მოხიბლული არ იყო და პირდაპირ აჯახა, - ბევრი ვერაფერი იყოო... და საერთოდაც, გულახდილად გითხრათ „შაით“-ო, რაც სუფთა შოტლანდიურად „მძღნერს“ ნიშნავს. ამ სიტყვე...

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - სიბორია, დედა იუდასი

Image
სიბორია, დედა იუდასი:  ჩემი შვილი კარგი, ალალ-მართალი კაცი იყო; სათნო, ლმობიერი; უყვარდა ახლობლები და თანამემამულენი; ეზიზღებოდა ჩვენი მტრები წყეული რომაელნი, იმ მეწამული ტოგებით რომ იმოსებოდნენ, რომელთა მოსაქსოვადაც ჩხირიც კი არ გაეტოკებინათ და ჯარასთან საქსოვად არასდროს დამსხდარიყვნენ; მუდამ იქ რომ მკიდნენ, სადაც არასოდეს ეთესათ და ხნულში ერთი მარცვალიც კი არ გადაეგდოთ. ჩვიდმეტი წლის იყო, როცა დაიჭირეს. მაშინ ისრები დაუშინა რომაელთა ლეგიონს, რომელმაც ჩვენს ვენახს ჩაუარა გვერდით. იმ წლებშიც კი, თავისი ცხოვრების გარიჟრაჟზე, იგი სხვა ჭაბუკებს საკუთარი ქვეყნის დიდებულებაზე ესაუბრებდა და ისეთ უცნაურ რამეებს ამბობდა, რისაც მე თვითონ არაფერი გამეგებოდა. ჩემი ძე იყო, ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილი. ამ აწ უკვე ჩამომჭკნარი ძუძუების რძით გამოზრდილი. ამ ბაღჩაში აიდგა ფეხი; ამ თითებზე, ახლა რომ გამხმარ, ქარით აცახცახებულ ლერწამს დამსგავსებიან, მეჭიდებოდა თავისი პატარა, ფუნჩულა, ლიბანური ყურძნის მტევნის მსგავსი ხელებით. პირველად რომ ხალები ეცვა, დედაჩემის ნაჩუქარ სელის ნაჭერში გამ...

როგორ ჩაშალა ილია ჭავჭავაძემ ექვთიმე თაყაიშვილისა და თედო ჟორდანიას დუელი

Image
თვითონ სულ ასე დუელისაკენ მიურბოდა გული და ხელი ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილი თედო ჟორდანიას რომ გამოიწვევდა დუელში, ექვთიმეს გიგა ყიფშიძის პირით შეუთვლიდა: მინახულეო, - და თხოვნით სთხოვდა:  როგორმე მშვიდობით გაათავეთ საქმე, სულ ორი კაცი მუშაობს ჩვენს ისტორიაზე და ახლა თქვენი დუელი როგორ შეიძლებაო? ექვთიმე ვერ შებედავდა გაეხსენებინა: თავის დროზე თქვენ რატომღა გქონდათ სადუელო საქმე ნიკო ნიკოლაძესთანო, - და მხოლოდ მემუარულ ჩანაწერებში ჩართავდა გაკვრით ამ განაფიქრს. თედო ჟორდანიასთან თავსგადახდენილ იმ უსიამოვნებას კი „ხანგრძლივ და მწვავე კონფლიქტად“ მოიხსენიებს და ზოგადად ქარგასაც აღადგენს. ექვთიმე სამეცნიერო ასპარეზზე გამოჩნდებოდა თუ არა და „სამ ისტორიულ ხრონიკასაც“ გამოაქვეყნებდა, ის „ივერიის“ ფურცლებზე განცხადებას მოაყოლებდა: „მოქცევაი ქართლისაი“ პირველად მე გადმოვწერე და გადმონაწერი ვათხოვე ილია ჭავჭავაძეს, როდესაც იგი „ქვატა ღაღადს“ წერდა, და მერე ის რვეული მისგან ექვთიმე თაყაიშვილს წაუღიაო. ეს სასტიკ შეურაცხყოფად მიიღებდა ამ განცხადებას და თედო ჟორდან...

ფილიპო ტომაზო მარინეტი - ფუტურიზმის პირველი მანიფესტი

Image
ფუტურიზმის პირველი მანიფესტი - გამოქვეყნებულია პარიზის გაზეთ „ფიგაროში“ 1909 წლის 20 თებერვალს მთელი ღამე ელექტროშუქის ქვეშ გავატარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. თავისი სირთულითა და უცნაურობით მეჩეთის გუმბათის მსგავსი ნათურის სპილენძის თალფაქი ჩვენივე თავს გვაგონებდა, მაგრამ მასში ელექტრული გული ფეთქავდა. სიზარმაცე ჩვენზე წინ გაჩნდა, მაგრამ ჩვენ დაუღლელად ვისხედით მდიდრულ სპარსულ ხალიჩაზე, ათასგვარ სისულელეს ვროშავდით და ვჯღაბნიდით. ჩვენივე თავით ვამაყობდით: რატომაც არა, მხოლოდ ჩვენ არ გვეძინა, შუქურებისა და მზვერავების მსგავსად. ჩვენ ერთი-ერთზე პირისპირ ვიდექით ვარსკვლავების მთელი ჯგროს წინაშე, ყველა ისინი ჩვენი მტრები იყვნენ, და მათ კარავი ცის სიღრმეში ჰქონდათ დაცემული. მარტონი, სრულიად მარტონი, ცეცხლფარეშთან ერთად, გიგანტური ხომალდის საცეცხლურის პირისპირ; მარტონი, შავი აჩრდილით, გაცოფებული ორთქლმავლის წითლად გავარვარებულ საშოსთან; მარტონი ლოთთან ერთად, როცა ის შინისკენ ისე მიფრინავს, თითქოს ფრთები ჰქონდეს გამოსხმული, მაგრამ საქმე ისაა, რომ მის ამ ფრთებს კედლები აფერხებენ! ა...

საქართველო და ერთა ლიგა

Image
1920 წლის 1 სექტემბერს ჩხეიძემ ერტა ლიგის საბჭოს თხოვნით მიმართა, საქართველო ამ ორგანიზაციაში მიეღოთ. მის თხოვნას დოკუმენტების მთელი სერია უმაგრებდა საფუძველს, რომლებიც იმის თვალსაჩინოებად იყო შერჩეული, თუ რამდენად მზად იყო საქართველო ერთა ლიგაში გასაწევრიანებლად. სხვა მასალათა შორის, არგენტინის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს ოფიციალური ცნობის 1919 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტიც იყო. 1920 წლის ნოემბერს ლიგის საგანგებო კომისიამ საქართველოს წევრობის მოთხოვნა განიხილა და დაადგინა, რომ საქართველოს მიღების დრო ჯერ კიდევ არ დამდგარიყო. კომისია ერთა ლიგას რეკომენდაციას აძლევდა, საქართველოსთვის შეეტყბოინებინა, რომ მისი თხოვნა თანაგრძნობითა და სიმპათიით იქნა განხილული, და რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს ლიგის ყველა ტექნიკური სტრუქტურის მუშაობაში შეეძლო მონაწილეობის მიღება. 1920 წლის 16 დეკემბერს საქართველოს საკითხი ასამბლეაზე იქნა განსახილველად გატანილი. პოლონეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, კოლუმბიისა და სპარსეთის დელეგატები საქართველოს მხარდამჭერი სიტ...

ალექსანდრე ელისაშვილი - ლავრენტი ბერია და ჩელუსკინელების ხიდი | ურბანული კვლევის ცენტრი

Image
ერთი საინტერესო ეპიზოდი თბილისის ხიდებთან დაკავშირებით:

შოთა არველაძე - „ოლფ ფირმი“: „რეინჯერსი“ და „სელტიკი“

Image
რა არის „რეინჯერსი?“ პირველ რიგში, უკიდეგანობა, „რეინჯერსი“ ძალიან ბევრ რამეს იტევს. ძნელია, ეს ყველაფერი მთელი სისავსით, სიტყვებით გადმოსცე.

ევგენი გეგეჭკორისა და გიორგი კვინიტაძის დუელი პარიზში

Image
მიზეზი უცნობია, თუმცა პოლიტიკური სარჩული რომ ექნებოდა, დიდი მიხვედრა არ სჭირდება. მოსალოდნელია, რომ ყოფილმა მთავარსარდალმა ბრალი დასდო ყოფილ მთავრობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვაში და ჟორდანიელთა ღირსების დაცვა ყოფილმა მინისტრმა ითავა. დუელში რომ გამოიწვევდა, გენერალი, ცხადია, მზადყოფნით შეხვდებოდა ამ გამოწვევას. ალბათ უკვე სეკუნდანტებიც შეარჩიეს, იარაღის სახეობაც და შეხვედრის ადგილიც. ეგაა, ქართველი ემიგრანტები სჯა-ბაასს გამართავდნენ ამის თაობაზე და დაადგენდნენ: საქართველოში როდესაც დავბრუდნებით, დუელიც მაშინ შესრულდესო. დუელიანტები დათანხმდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას და... მათი შერკინებაც ჩაილურის წყალს დალევდა. როსტომ ჩხეიძე - ქართული დუელიანა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება თბილისი, 2011წ.

ბათუმის ოკუპაცია

Image
ბათუმი ბრიტანელებს 1918 წლის შემოდგომიდან ჰქონდათ დაკავეუბლი, - მას შემდეგ, რაც ქალაქი თურქებმა დაცალეს. [...] ქართველები გაწბილებულნი დარჩნენ, როცა ბათუმიდან თურქების გასვლის შემდეგ ბრიტანელებმა მათ ქალაქის დაკავების საშუალება არ მისცეს. ოლივერ უორდროპთან, საქართველოში ბრიტანეთის წარმომადგენელთან, საუბრისას გეგეჭკორმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა: „ჩვენ გვეგონა... რომ ამიერკავკასიაში მოკავშირეთა შემოსვლის სემდეგ ბათუმს ჩვენ გადმოგვცემდნენ. ძალზე სამწუხაროა, რომ მათ ეს არ გააკეთეს“. გეგეჭკორი საყვედურს გამოთვამდა, რომ ბათუმს ჯერაც რუსული ბიუროკრატია მართავდა, რომლის მმართველობის წესი ქალაქში უკანონობასა და არეულობას ზრდიდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე საბახტარაშვილმა, ბრიტანელებს ასეთი რამ შესთავაზა: „...საქართველო მიიღებს ბათუმის ოლქს, სადაც ის ხალხის მასებზე დამყარებულ მმართველობას შემოიღბს. ქალაქის მთავრობა საარჩევნო წესით აირჩევა. პორტი, ისევე, როგორც სამხედრო ბაზა და შავი ზღვის ქვანახშირის სადგური, ინგლისელებს გადაეცემა“. ...

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - კაცი, რომელმაც ქრისტეს ჯვარი იტვირთა

Image
ელ გრეკო - ქრისტეს მიაქვს ჯვარი, 1578წ. სიმონ კვირინელი, კაცი, რომელმაც ჯვარი იტვირთა იესოს ნაცვლად: ჩემს ყანაში სამუშაოდ მივდიოდი, დავინახე იგი: ჯვარს ეზიდებოდა, უკან კი უამრავი ადამიანი მიჰყვებოდა. მეც თან გავყევი. რამდენჯერმე შეჩერდა, დასუსტებული იყო და მხრებზე მოკდებული ტვირთის ზიდვა უჭირდა; მეტისმეტად გამოფიტულიყო. ერთი რომაელი ლეგიონერი მომიახლოვდა და მითხრა: მიდი, შენ ხომ ბრგე ხარ და ძლიერი; იტვირთე ჯვარი ამ კაცის ნაცვლადო. ეს რომ გავიგონე, გული სიამაყით ამევსო და კმაყოფილი და მადლიერი დავრჩი. ავიკიდე მის მაგივრად ჯვარი. მძიმე იყო, ზამთრის წვიმებით დაჟივებული ალვის ხისაგან გამოთლილი. იესომ შემომხედა. შუბლიდან ოფლის წვეთები ჩამოსდიოდა და წვერზე ეცემოდა. დამაკვირდა და მითხრა: შენც შესვი განა ეს სასმისი? სვი ჩემთან ერთად მისი ტუჩიდან უკუნითი უკუნისამდე. ამას რომ მეუბნებოდა, ხელი მეორე, თვისუფალ, მხარზე ჩამომაყრდნო და ერთად გავწიეთ გოლგოთის თხემისაკენ. ჯვრის სიმძიმეს კი არა, მარტოოდენ მის ხელს შევიგრძნობდი თითქოს მხარზე ჩიტის ფრთა მადევსო. ასე ავედით გორაკი...

აბო იაშაღაშვილი - „როიალ მერის“ „ოსმალური მარში“ ტფილისში | ურბანული კვლევის ცენტრი

Image
„ოსმალური მარში” საფათერაკო რომანია ХIX საუკუნის ტფილისზე. პერსონაჟების ნაწილი ერთ დროს ნამდვილად არსებული ადამიანები არიან, წიგნში აღწერილი ზოგიერთი ფაქტი კი მართლაც მოხდა. 

ბლიცერატურა #3 - გიორგი კეკელიძე

Image
ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან.  ავტორი: გიორგი ჭეიშვილი *** პირველი მხატვრული წიგნი, რომელიც მარტომ წაიკითხეთ. ცხადია, არ მახსოვს. სავარაუდოდ, ეს ლექსების რომელიმე კრებული იყო პერსონაჟი / პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან... ჰეკლბერი ფინი, ალუდა ქეთელაური, ემილი წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ... შოთა რუსათაველის „ვეფხსიტყაოსანი’’ ჰერმან მელვილის „მობი დიკი’’, თომას მანი „ჯადოსნური მთა’’ ,  უილიამ ფოლკნერი „აბესალო, აბესალომ’’ პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ... სტეინბეკის კინო (ასე ჰქვია პერსონაჟს ნოველიდან ,,მარგალიტი’’). მიწიერ და მაღალ სურვილებს შორის გაჩხერილ ადამიანს, რომლის ცხოვრება სხვანაირ ლოგიკას გულისხმობს ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შეცვლიდით... ბავშვობისას ვცვლიდი ხოლმე და ვაგრძელებდი. ახლა ეს ვნება აღარ მაქვს წიგნი, რომლის შინაარსის დავიწყებასაც ისურვებდით, იმისთვის, რომ თავიდან წაგეკითხათ... ყველაზე საშინელი წიგნების შინაარსიც კი დაუვიწყარია. ნაწარმოები...

ირანის ისლამური რევოლუცია

Image
მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი ავღანეთის ჭაობში ეფლობოდა, 1979 წელს აშშ-ის პოლიტიკამ დიდი მარცხი განიცადა: რევოლუციური მოვლენების გამო ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. შაჰი ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლებოდა. 1953 წელს მან ძალაუფლება სწორედ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით დაიბრუნა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი პრემიერ-მინისტრი მოსადეყი პოლიტიკას ჩამოაშორეს. შაჰი მკვეთრად გამოხატულ პროამერიკულ პოლიტიკას ატარებდა, ცდილობდა ქვეყანაში დასავლური ფასეულობების დანერგვას, რითაც გავლენიანი სასულიერო პირების უკმაყოფილებას იწვევდა. შაჰი უაღრესად ავტორიტარული მმართველი იყო. ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ ერთი - ეროვნული აღორძინების პარტია, რომლის წევრობა აუცილებელი იყო ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად. მოსახლეობას და ოპოზიციურად განწყობილ პირებს შიშის ზარს სცემდა შაჰის საიდუმლო პოლიცია „სავაქი“. იგი განსაკუთრებით კომუნისტებს არ წყალობდა. მიხედავად ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლისა, რაც უმთავრესად ნავთობის ...

გენერალი გიორგი კვინიტაძე - პირველი რესპუბლიკის სამხედრო ელემენტი

Image
თითოეული სახელმწიფოს ცხოვრებაში შეიარაღებულ ძალებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ. კრიტიკულ, გადამწყვეტ მომენტებში ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და ქვეყნის ბედი არმიის ხელთაა. ასე იყო დღემდე და, ვფიქრობ, ასე იქნება მუდამ.  შეიარაღებული ძალები, არმია, ხალხის სულის სარკეა. ხალხი თავის შეიარაღებულ ძალებში ასახავს ყველა თავის ღირსებას, ყველა თავის ნაკლოვანებას, მთელ თავის კულტურას, მთელი თავის განვითარებას. ეს იმდენად გარდაუვალი კანონია, რომ არმია თერმომეტრივითაა - არმიის მიხედვით შეიძლება სწორი დასკვნა გამოვიტანოთ ხალხის კულტურაზე, მის სიმძლავრესა და განვითარებაზე ცხოვრების ყველა სფეროში. საბერძნეთის, რომის, ყველა უახლესი სახლემწიფოს ისტორია, ისევე, როგორც ჩვენი სამშობლოსი, ამის ნამდვილი და უდავო დასტურია. ღონიერი, ძლევამოსილი არმია შეესაბამება ხალხის მაღალ განვითარებას, არმიის დაცემა შესაბამისად იყო მაჩვენებელი და წინასწარმეტყვეტლი ქვეყნის მომავალი დაცემისა. რა საფუძველი იყო საქართველოში შეიარაღებულ ძალთა შესაქმნელად? ამ მხრივ საქართველო ერთობ კეთილსასურველ პირობებში გახლდათ;...